მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VR Holding შეკვეთილში მასშტაბურ და ინოვაციურ პროექტს იწყებს (R)

63ca70e4b1a47
BM.GE
18.01.23 09:39
6730
VR Holding-მა შეკვეთილში 40 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომლის სანაპირო ზოლი 1200 მეტრია. შავი ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილი გამოირჩევა ეკოლოგიურად ყველაზე ჯანსაღი გარემოთი, რომლის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია:

• ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და იონიზირებული ჰაერი
• სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სანაპირო
• მრავალწლოვანი ფიჭვის ხეები, რომელიც ჰაერს ავსებს ალპური არომატებით და ქმნის სამკურნალო ეფექტს.

მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ სასტუმრო „პარაგრაფი“, გასართობი სივრცე „ციცინათელა“, საკონცერტო დარბაზი BLACK SEA ARENA, დენდროლოგიური, მინიატურების და მუსიკოსთა პარკი მდებარეობს.

VR Holding 12 წლის წინ ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა და ბაზარზე უპირობო ნდობით, ინოვაციური პროექტებით და პრემიუმ ხარისხით გამოირჩევა. თვალსაჩინო მაგალითია წარმატებით განხორციელებული პროექტი, თბილისში პირველი რესორტული ტიპის დასახლება - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“.

„თითოეულ პროექტს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე თავად VR Holding -ის პროექტები მეტყველებს. ჩვენი ნებისმიერი იდეა, ცხოვრების უკეთესობისკენ ცვლილებას ემსახურება და ჩვენი ჩანაფიქრია შავი ზღვისპირეთში მიზიდულობის ახალი ეპიცენტრი შევქმნათ“, - აცხადებს VR Holding-ის დამფუძნებელი ნოშიკო ნამორაძე.

კომპანიას შეკვეთილის პროექტთან დაკავშირებით გააჩნია კონკრეტული ხედვა, რომელსაც საზოგადოებას ახლო მომავალში წარუდგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები