მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VR HOLDING წლის გათამაშებას აანონსებს

ვიარ ჰოლდინგი შეკვეთილი

VR HOLDING წლის გათამაშებას აანონსებს. მათ, ვინც Starring Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრება შესაძლებლობა აქვთ ბინა დასრულებული რემონტით VR SHEKVETILI FOREST- BEACH - ში მოიგონ.

VR HOLDING- ის პროექტი პარაგრაფის მომიჯნავედ 40 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება. ბუნების 4 მაცოცხლებელი ელემენტი და მსოფლიოს უახლესი არქიტექტურის სინთეზი  რეგიონში მიზიდულობის ახალ ეპიცენტრს გააჩენს.

პროექტის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა მოიცავს: ყვითელი ქვიშის სანაპირო აუზებს,  ღია და დახურულ სპორტულ მოედნებს, კონცეპტუალურ რესტორნებს, საკონცერტო  და გასართობ სივრცეებს,  ადგილზე დახურული აკვაპარკი, სპა და ველნეს ცენტრიც მოეწყობა.

„პროექტი VR Shekvetili Forest Beach ოთხივე სეზონზე აქტიური ცხოვრებისთვის არის გათვლილი. 40 ჰექტარ მიწის ფართობზე ლიმიტირებული რაოდენობის, პრემიუმ ვილები - Marriott Executive Apartments გაშენდება. ბრენდი საქართველოში პირველად,  VR HOLDING-ის ინიციატივით შემოვიდა.

პროექტში მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის მოწყობაა გათვალისწინებული, რაც ხელს შეუწყობს, როგორც შავი ზღვისპირეთის, ასევე გურიის რეგიონის განვითარებას“ - აღნიშნავს ნონიკა ვაშაყმაძე VR HOLDING-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება გათამაშების პირობებს, ყველაფერი მარტივია. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც STARRING GEORGIA – ს ფარგლებში დაგეგმილი 7 ღონისძიებიდან ერთ-ერთს დაესწრება . მონაწილეობის მსურველმა ღონისძიების განმავლობაში VR HOLDING- ის ფოტო სივრცეში ფოტო უნდა გადაიღოს.  ღონისძიების დასრულების მომენტიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში VR HOLDING - ის ოფიციალურ ვებ გვერდზე - VR.Ge-ზე კი რეგისტრაცია გაიაროს. . სარეგისტრაციო ფორმა რამდენიმე სავალდებულო ველისგან შედგება, თითოეული ველის შევსების შემდგომ პირი რეგისტრაციის დასტურს მიიღებს.

გათამაშება 7 ოქტომბერს გაიმართება.