''VR Shekvetili Forest-Beach BY PARAGRAPH-ის პირველი ფაზის საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო სამუშაოებს ,,იმპოსტი მეპის’’ შვილობილი კომპანია ,,IMEP PROJECT-’’ შეასრულებს. პროექტზე იმუშავებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტები.
,,IMEP PROJECT-ი’’ არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც მუდმივად ნერგავს სიახლეებს საინჟინრო სფეროში. სწორედ, ამიტომ ‘’VR Shekvetili Forest-Beach-BY PARAHGRAP’’-ის სრული საინჟინრო პროექტის მომზადებისათვის ‘’IMEP PROJECT’’ ის გამოცდილი გუნდი შეირჩა.
ჩვენი მიზანია,‘’VR Shekvetili Forest-Beach-BY PARAGRAPH’’-სათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შევქმნათ ენერგოეფექტური, პრემიუმ კლასის მოთხოვნებთან თავსებადი პროექტი.
მადლობას ვუხდი ‘’VR ჰოლდინგს’’ არაერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის’’ - აცხადებს ‘’IMEP PROJECT-ის’’ დირექტორი დავით ცქვიტაია.
საინჟინრო კომპანია ,,იმპოსტი მეპ’’ მომხმარებელს სთავაზობს სრულ საინჟინრო სერვისს - გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, სახანძრო უსაფრთხოების, წყალმომარაგება-წყალარინების, ელექტრობის და სუსტი დენების მიმართულებებით.
რაც შეეხება ‘’Forest Beach SHEKVETILI By Paragraph“-ს ეს არის პროექტი, რომელიც აშენდება სასტუმრო პარაგრაფის მომიჯნავედ. ლოკაცია გამოირჩევა უნიკალური კლიმატური პირობებით და წელიწადის ნებისმიერ დროს იქნება განსაკუთრებული დასასვენებელი ადგილი.
,,იმპოსტი მეპ’’ ‘’VR Holding’’ თან აქტიურად თანამშრომლობს და კომპანიებმა დღემდე არაერთი ერთობლივი პროექტი განახორციელეს.