VTB ბანკის პრეზიდენტს არჩილ კონცელიძეს საჭიროდ მიაჩნია ახალი რეგულაციის დაწესება, რომლის მიხედვითაც, სესხი, შესაძლოა, შემოსავლების დადასტურების გარეშე აღარ გაიცეს.
"სამწუხაროდ, მშპ საქართველოში არ არის მაღალი და ხშირ შემთხვევაში ძალიან გადაკრედიტებულია ზოგიერთი მოსახლე. არსებობს სტატისტიკა, რომ ზოგს სესხი აქვს 9 და 10 ინსტიტუტში.
რეგულირება აუცილებელია. შემოსავალთან დაკავშირებით უნდა იყოს კონტროლი, რომ ადამიანმა არ აიღოს იმაზე მეტი სესხი, ვიდრე გადაიხდის. ხშირ შემთხვევაში განათლებაც არ არსებობს ამ მიმართულებით, ზედმეტ რისკებს იღებენ და ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილი თავის მომავლის მიმართ.
მგონი 300 ათასზე მეტი ადამიანი არის შავ სიაში და ეს არანორმალური სიტუაციაა",- აცხადებს არჩილ კონცელიძე.