VTB GROUP მზად არის გაყიდოს ბიზნესი უკრაინაში, თუ შესაბამის მყიდველს იპოვის. VTB GROUP უკრაინაში სერიოზულ დანაკარგებს განიცდის. ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დიდი რაოდენობით ვადაგადაცილებული კრედიტების გამო გასულ წელს საკმაოდ დიდი მოცულობის რეზერვების შექმნა დასჭირდათ. ამავე დროს პოლიტიკამ ბანკებზეც პირდაპირი გავლენა იქონია და მუდმივად მიმდინარეობს სპეკულირება უკრაინის რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური წრეებიდან რუსული წარმომავლობის ბანკზე.
"ვი-თი-ბი-ს უკრაინული განყოფილება არაერთხელ გამხდარა ვანდალიზმის აქტების მსხვერპლი", - აღნიშნავენ ბანკში. მათი თქმით, არსებული ფაქტორები ბანკს ქვეყანაში მუშაობის არაკომფორტულ გარემოს უქმნის.

























