მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

VTB ბანკი - "იპოთეკურ ნაწილში სიტუაცია გამოსწორებულია, ცვლილება რამდენიმე თვეში დაეტყობა პორტფელს"

5d3830e069e4c
ლევან თაღიაშვილი
25.07.19 10:10
863
ვითიბი ბანკის პრეზიდენტმა არჩილ კონცელიძემ საბანკო რეგულაციები შეაფასა და აღნიშნა, რომ იპოთეკის ნაწილში სიტუაცია გამოსწორებულია და პოზიტიური ცვლილებები ეკონომიკას რამდენიმე თვეში დაეტყობა.

„რეგულაციები იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებთ რაღაც ეტაპზე ძალიან გამკაცრდა და ამან მისი შემცირება გამოიწვია. ახლა ეს რეგულაცია შეიცვალა და ე.წ „no check“ შემოვიდა. ახლა გარკვეული პროდუქტების შეთანხმებაზე ვლაპარაკობთ.

ჩვენ ვართ პირველი ბანკი, რომელმაც ეს დეველოპერებთან ერთად შევათანხმეთ. ჩვენთან ე.წ „no check” შეთანხმებულია, თუ შემოსავლებს ვერ ვსწავლობთ, ვსწავლობთ მომხმარებლის ქცევას და ამის ნებართვა ეროვნული ბანკისგან მივიღეთ. რამდენიმე დეველოპერთან ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, 5-6 მათგანთან ხელშეკრულება დადებულია. იმედი გვაქვს, რომ ეს პროდუქტი წარმატებული იქნება. ამ ცვლილების ეფექტს, სავარაუდოდ თვის ბოლოს ვნახავთ პორტფელის ზრდაში“ - თქვა კონცელიძემ.

კონცელიძე სამომხმარებლო სესხებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ კუთხით სიტუაცია არ გამოსწორებულა და რეგულაციები კვლავ მკაცრია, თუმცა VTB ბანკისთვის უფრო მნიშვნელოვანი იპოთეკური სესხები იყო.

„რაც შეეხება სამომხმარებლო სესხებს, მასზე ძველი რეგულაციები მოქმედებს, რომელიც უფრო მკაცრია, ვიდრე გვაწყობს. თუმცა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იპოთეკური სესხები იყო, რადგან უფრო დიდი პორტფელი გვაქვს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ზომის დეველოპერი იყო ჩვენთან, ვისაც სესხი ჰქონდა. პოზიტიური ცვლილება უკვე შეიმჩნევა და ალბათ ეკონომიკაშიც აისახება ეს ყველაფერი“ - აღნიშნა კონცელიძემ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები