მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VTB ბანკი სანქცირებულია და ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის გაყიდვას - კობა გვენეტაძე

63cfccf23ab77
შოთა ტყეშელაშვილი
24.01.23 16:21
887
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ VTB ბანკის გაყიდვის შესახებ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ბანკის რეალიზაციის მიმართ ინტერესი არსებობს, თუმცა ამ ტრანზაქციას ხელს VTB-ის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები უშლის.

“ის რომ ბანკი სანქცირებულია, ეს, რა თქმა უნდა, უშლის ხელს ტრანზაქციას. თუმცა, ბანკის მიმართ ინტერესი რჩება,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, ფინანსური მონაცემების მიხედვით, VTB ბანკმა 2022 წლის 11 თვეში 72.6 მილიონი ლარით იზარალა. ბანკმა წელს საკუთარი აქტივების, სესხებისა და დეპოზიტების უდიდესი ნაწილიც დაკარგა.

სანქციების დაწესებისთანავე, ვითიბის სადეპოზიტო და საკრედიტო პორტფელები, ასევე ინფრასტრუქტურა და პერსონალი "ბაზისბანკმა" და "ლიბერთი ბანკმა" გადაინაწილეს. შედეგად, ბანკის ფინანსური მაჩვენებლები ასე შემცირდა:

აქტივები - 471 მილიონი ლარი, კლება 77%;
სესხები - 311 მილიონი ლრი, კლება 79%;
დეპოზიტები - 42.6 მილიონი ლარი, კლება 97%.

ბანკის აქციათა 97.4%-ს რუსული VTB ბანკის საკუთრებაშია, რომლის აქციების 59.3%-ის მფლობელი არის რუსეთი ფედერაციის სახელმწიფო.

BMG-ის ინფორმაციით, “ვითიბი ბანკის” საბანკო ლიცენზიის და დარჩენილი აქტივების შესყიდვით ბიზნესმენი დავით ხიდაშელი არის დაინტერესებული.

ხიდაშელმა 25 ივლისს BMG-ის კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ბანკის შეძენასთან დაკავშირებით საზოგადოება შეიტყობს მაშინ, როდესაც შესაბამისი გარიგება შედგება, იქამდე კი ამის შესახებ ვერ ისაუბრებს.

“წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია. შეგატყობინებთ, როგორც გავაკეთებ ან შევიძენ რამეს,” - თქვა ხიდაშელმა.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, ბანკის ყიდვით დაინტერესებულ პირებს მათთვის ჯერ მიმართვა არ გაუკეთებიათ. ამასთან, ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ბანკი გაიყიდება საერთაშორისო სანქციებთან სრულ შესაბამისობაში, რადგანაც “ვითიბი ბანკი საქართველო” სანქცირებულ იურიდიულ პირს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები