VTB ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს არჩილ კონცელიძე ტოვებს. როგორც bm.ge-ს ბანკში განუცხადეს, კონცელიძე საჭოს დატოვების მიუხედავად გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას. სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მიზეზი კი ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციაა, რომლის მიხედვითაც ორივე თანამდებობის ერთდროულად დაკავების უფლება ბანკირებს პირველი ივნისიდან აღარ აქვთ.
ბანკის სამეთვალყურეო საბჭში კონცელიძის გარდა 4 პირია: ვლადიმირ ვერხოშინსკი - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ილნარ შაიმარდანოვი - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; სერგეი სტეპანოვი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; მაქსიმ კონდრატენკო - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

























