VTB Group-მა სოჭში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Swissotel Resort Sochi Kameliya-ს წილების 100%-ი ₽10 მილარდ რუბლად, ანუ $114 მილიონ დოლარად გაყიდა.
ძვირად ღირებული სასტუმრო Pravilney Resheniya-ს საკუთრებაში გადავიდა. თავად კომპანიას კი რომელიც რუსული ტუროპერატორის, FUN&SUN-ის ხელმძღვანელი, ტარას დემურა ფლობს.
დემურა დებს პირობას, რომ ახლად შეძენილ ობიექტში დამატებით ინვესტიციას განახორციელებს და როგორც მომსახურების სერვისს, ისე სასტუმროს ეკონომიკურ ეფექტიანობას გააუმჯობესებს.
ობიექტის გაყიდვას გამოეხმაურა VTB Group-ის ვიცე-პრეზიდენტი, დიმიტრი პიანოვიც. მან განაცხადა, რომ სასტუმროს გასხვისება ბანკის გაცხადებულ პოლიტიკასთანაა დაკავშირებული, რომლის თანახმადაც უახლოეს მომავალში ფინანსურმა ინსტიტუტმა ყველა არაძირითადი უძრავი ქონება უნდა გაყიდოს. თავის მხრივ, ამის მიზეზი რუსეთში წამოწყებული საკანონმდებლო ცვლილებებია, რომლებიც მსხვილი უძრავი ქონების მფლობელებს დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს აკისრებს. პიანოვის თქმით, წლის ბოლომდე VTB Group-ი კიდევ არაერთ უძრავ ქონებას გაყიდის.
ცნობისთვის, სოჭაში მდებარე Swissotel-ი Nauka-ს სანატორიუმის ადგილზე, მთლიანად VTB Group-ის ხარჯებით აიგო. თავად მშენებლობის პროცესი კი ბანკის შვილობილმა Hals-Development-მა განახორციელა. პროცესი 2011 წელს დაიწყო და 2014 წელს, სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის დასრულდა.



























