მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VTB-ის ბუღალტერმა აფრიკის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანას $12 მლრდ შეცდომით გადაურიცხა

5c0501b9a2aa4
ლევან თაღიაშვილი
03.12.18 15:00
7653
VTB-მ ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანას, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას $12 მილიარდი გადაურიცხა სესხის სახით, შემდეგ კი განაცხადა, რომ ეს ტრანზაქცია ბუღალტერის შეცდომა იყო.

ამის შესახებ Financial Times წერს.

VTB რუსეთის  მეორე უმსხვილესი ბანკია.

გამოცემის მიხედვით, VTB-ის განცხადებით, ეს თანხა კვიპროსში უნდა გადარიცხულიყო.

"ბუღალტრის პროგრამა, რომელიც მას საშუალებას აძლევს, წვდომა ჰქონდეს ქვეყანასთან, წყობიდან გამოვიდა და პროგრამაში ყველა სახელმწიფოს ადგილმდებარეობა აირია", - განაცხადა ბანკის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა დიმიტრი ილუნინმა.

მისივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია, ბანკის მესამე კვარტალის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას VTB-ის $12 მილიარდის ვალი აქვს ობლიგაციებში, როცა მისი მთლიანი შიდა პროდუქტი $1.9 მილიარდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები