„ჯერჯერობით არ არის დადასტურებული ინფორმაცია, რომ ბანკებზე მოგების გადასახადი 2025 წელს შევა ძალაში. ეს მხოლოდ წინასწარი ინფორმაციაა, ამაზე ვმუშაობთ, ველაპარაკებით მთავრობას“ - აღნიშნავს კონცელიძე.
კონცელიძე მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარი აზრიც გამოთქვა და აღნიშნა, რომ რაც უფრო მალე მოხდება ახალი მოდელის ამოქმედება, ბიზნესისთვის უკეთესი იქნება.
“რატომ უნდა გიხაროდეს, რომ გადაიწიოს, რაც უფრო მალე მოხდება ცვლილება, მით უფრო უკეთესი იქნება ბიზნესისთვის“ - აღნიშნავს ვითიბი ბანკის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის ახალი მოდელის ამოქმედება საფინანსო სექტორისთვის უკვე არაერთხელ გადაიდო. თავდაპირველად, ხელისუფლება ამბობდა რომ რეფორმა სექტორზე 2020 წლიდან გავრცელდებოდა, მოგვიანებით პრემიერის მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თარიღმა 2023 წლამდე გადაიწია, ამჯერად კი - 2025 წლამდე.
2017 წელს ბანკებმა მოგების გადასახადის სახით 90.5 მილიონი ლარი გადაიხადეს, 2016 წელს - 79.3 მლნ ლარი, ხოლო 2015 წელს კი - 67.2 მლნ ლარი.

























