მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვცდილობთ, ქალების ეკონომიკურად გაძლიერებაში მივიღოთ მონაწილეობა" - „მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2024“-ში 100-მდე ქალი მონაწილეობდა

tea

24 მარტს სასტუმრო ბილტმორში "მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი - 2024" ჩატარდა, სადაც ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად, მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სიმპოზიუმის შედეგებზე დეტალურად „ქალების ნარატივში“ “ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის” დამფუძნებელმა, თეა ადუაშვილმა ისაუბრა.

„სიმპოზიუმი უკვე ტრადიციად იქცა. ვცდილობთ, ქალების ეკონომიკურად გაძლიერებაში მივიღოთ მონაწილეობა. წელს მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი განსხვავებულად დაიგეგმა, რომლის მთავარი თემა საგადასახადო კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები იყო. თუმცა სიმპოზიუმის მეორე ნაწილი ეთმობოდა „მე ვირჩევ წარმატებას“ და აგრეთვე მეწარმე ქალებს მივეცით საშუალება თავიანთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც განეხორციელებინათ ჩვენს ღონისძიებაზე“, - აღნიშნა თეა ადუაშვილმა.

„საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ დაარსების დღიდან მხარს უჭერს ქალ მეწარმეებს და მათ ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნავს.

„მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2024“ „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც 100-მდე მეწარმე ქალი ესწრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები