"ვწუხვარ, რომ ბევრი ბრწყინვალე ქართველი დიპლომატი გაათავისუფლეს ან აიძულეს გადამდგარიყვნენ", - ეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, ჩემს კოლეგა დიპლომატებთან ერთად, მიწვეული ვიყავი დიპლომატიური სამსახურისა და ქართველი დიპლომატებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მე თავად თითქმის 30 წელია დიპლომატი ვარ და მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში შევხვედრივარ ბევრ გამორჩეულ, ბრწყინვალე ქართველ დიპლომატს, რომლებიც ყოველთვის ერთგულად წარმოადგენდნენ საქართველოს და იბრძოდნენ მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ვწუხვარ, რომ ბევრი ეს ბრწყინვალე ქართველი დიპლომატი გაათავისუფლეს ან აიძულეს გადამდგარიყვნენ. აქ იმისთვის მოვედი, რომ პატივი ვცე ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც ემსახურებოდა თავის ქვეყანას“, - განაცხადა ელჩმა.




























