ჯანდაცვის მინისტრის მოადილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი შესაძლებლობების მაქსმიმუმს უახლოვდება. ამის შესახებ მან სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში 7 700-მდე საწოლია მობილიზებული, მაქსიმალური რაოდნეობის ზრდა კი 8000-ია. გაბუნიას თქმით, დღეისათვის არსებული საწოლფონდიდან 7 300 დაკავებულია.
„ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა მაქსიმალურია, მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი, ბოლო კვირის განმავლობაში საწოლების რაოდნეობა კიდევ დაემატა, ამგვარად ჩვენ ვუახლოვდებით შესაძლებლობის მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8000 საწოლის სახით. კლინიკებში იმყოფება 7 300-ზე მეტი პაციენტი აქედან 350 პაციენტამდე ემკურნალობს რეანიმაციის განყოფილებაში”, - განაცხადა გაბუნიამ.