სერბეთის არჩევნები ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველი პარტიის - „სერბეთის პროგრესულ პარტიის დამარცხებით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს რომ ვუჩიჩიმ ოპოზიციაში გადაინაცვლა. გამარჯვება „სტუდენტურ სიას“ ხმათა დაახლოებით 52.9%-ით ერგო და 250-ადგილიან პარლამენტში 140 მანდატიც მოიპოვა. გეოპოლიტიკურ ჭრილში ეს ცვლილება უკვე გასცდა სერბეთის საზღვრებს: გამარჯვებულ ძალას მყისიერად მიულოცეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, გაფართოების კომისარმა მარტა კოსმა და უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილში თავად დაამარცხა ვუჩიჩის უახლოესი მოკავშირე ვიქტორ ორბანი. ეს მილოცვები მკაფიო გზავნილია, რომ ბრიუსელი სერბეთში დემოკრატიული განახლებისა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას ელოდება.






























