„კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი გედევან ფოფხაძე ელენე ხოშტარიას უერთდება და პარლამენტთან შიმშილობას იწყებს.
"ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას. მეც დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. აბსოლუტურად ვეთანხმები ელენეს, რომ შეუძლებელია დღეს ამ რეჟიმთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საქმე ისაა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პარლამენტთან 27 ივნისს დაიწყო. „ვერავის ვასწავლი ჭკუას, როდის გამოვიდეს ქუჩაში, ვერავის ვერ მოვუწოდებ, რომ ან იშიმშილოს, ან ციხეში ჩაჯდეს, მე მხოლოდ ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ, თავი შევწირო ამ რეჟიმს“, - თქვა მან.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, დღეს შიმშილობა დაიწყო სამმა აქტივისტმა: ვასილ ელიავამ, გიორგი სტეპანოვმა და ბაჩო კუციამ.




























