ვუერთდებით მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ განაცხადა.
"საქართველოს არჩევნების დროს ისეთმა დარღვევებმა, როგორიცაა ხმების ყიდვა და ამომრჩეველთა დაშინება, ხელი შეუწყო არათანაბარ სათამაშო მოედანს და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობა სამართლიანი შედეგის მიმართ.
ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ და მოვუწოდებთ პატივი სცენ გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებასა და მშვიდობიან შეკრების უფლებას", - ამბობს დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.