სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრები დამოუკიდებელი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გამო პროტესტს უერთდებიან. ამის შესახებ განცხადებას თავად ასოციაცია ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამი მოთხოვნა აქვთ, რომელთაგან ერთ-ერთი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის უზრუნველყოფაა.
"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრები ვუერთდებით პროტესტს დამოუკიდებელი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გამო, ასევე ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს შიმშილობის მე 17 დღის ფონზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის არარსებობა.
პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ადამიანის ფუნდამენტური უფლების-სიცოცხლის უფლების დაცვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და პირდაპირი მოვალეობაა.
ჩვენ მოვითხოვთ:
1.ჯანდაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
2.სახალხო დამცველის ოფისმა დამოუკიდებლად შეაფასოს და გაასაჯაროოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
3.საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა დაიცვან მისი უფლებები, მათ შორის ჯანმრთელობისა და ღირსების უფლება.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სათანადო სამედიცინო მონიტორინგისა და მკურნალობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულებაა, არამედ მორალური პასუხისმგებლობაც. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ გაუმჭირვალობის, უყურადღებობის ან გულგრილობის გამო.დროული ქმედების გაჭიანურებამ შესაძლოა ჯანმრთელობის გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ასეთ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ვინც დროულად არ იმოქმედებს და არ შეასრულებს მათზე დაკისრებულ ვალდებულებას!
ხელმომწერები:
არჩილ მორჩილაძე -გაერთიანების აღმასრულებელი მდივანიგულის რიტმის ასოციაცია -
კახაბერ ეცადაშვილი კარდიოქირურგთა ასოციაცია
ზაზა კაციტაძეზვიად ბახუტაშვილიფსიქიატრთა საზოგადოება
ნინო ოკრიბელაშვილი "ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება"
მარიკა ალფაიძესაქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია
დავით აბულაძე “ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი”
მარინა შიხაშვილი საქართველოს უროლოგთა ასოციაცია
ამბროსი პერტია საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლიგიის ასოციაცია
მალხაზ მიზანდარი კარდიოლოგთა საზოგადოება
არჩილ ჩუხრუკიძე ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია
გია თომაძე ონკოლოგთა ასოციაცია
გურამ მენთეშაშვილი ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის ასოციაცი
ალიკა ჯანაშვილი ორთოპედ ტრავმატოლოგთა კავშირი
ზურაბ ხაბეიშვილი საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა
ლიკა ჭყონია ემრიოლოგიის ასოციაცია
ხელმოწერები განახლდება...