მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას! - Fresco

ფრესკო

15 იანვარს "ფრესკო" საყოველთაო გაფიცვას უერთდება. კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15:00-დან 18:00 საათამდე "ფრესკოს" ათივე სუპერმარკეტი შეაჩერებს მუშაობას.

ცნობისთვის, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მთავარი მოთხოვნებია - ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების განთავისუფლება.

გაფიცვას არ შეერთებიან, თუმცა განცხადება გაავრცელა ორმა ყველაზე დიდმა ბანკმა - "საქართველოს ბანკმა" და "თიბისიმ". ფინანსური ინსტიტუტები წერენ, რომ ყოველთვის იცავდნენ და დაიცავენ საკუთარი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, მათ თანამშრომლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, გაფიცვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

ბიზნესები, რომლებიც გაფიცვას უერთდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები