მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვულოცავთ საქართველოს ტრანზაქციის წარმატებულ განხორციელებას" - ლონდონის საფონდო ბირჟა $500 მილიონის ევრობონდებზე

232

საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვებას ლონდონის საფონდო ბირჟა ლინკდინზე ეხმაურება.

„ლონდონის საფონდო ბირჟა საქართველოს დელეგაციას მასპინძლობს და მიესალმება 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ობლიგაციების განთავსებას, რომელიც დღეიდან ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ ბაზარზე ხვდება. ვულოცავთ საქართველოს და ფასიანი ქაღალდების განთავსების საკითხებზე მის მრჩევლებს ამ ტრანზაქციის წარმატებულ განხორციელებას“,- აღნიშნულია პოსტში.

ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე $500 მილიონის ევროობლიგაციების გამოშვება/რეფინანსირება დასრულდა. კუპონის განაკვეთი 5.125% ოდენობით დაფიქსირდა. ფინანსთა სამინისტროს ახლად გამოშვებული ევროობლიგაციებით მოხდა 2021 წლის ობლიგაციების რეფინანსირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები