მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვუვლი“ და „გალფი“ დამეგობრდნენ

გალფი და ვუვლი

კომპანია „ვუვლი“ და კომპანია „გალფი“ დამეგობრდნენ. თანამშრომლობის ფარგლებში „ვუვლის“ გამომწერები "გალფის" გეგმიურ სერვისებზე, 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

როგორც კომპანია „ვუვლის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბერიძემ BMG-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, ვუვლი არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ვებპლატფორმას, მობილურ აპლიკაციასა და ქოლცენტრს მოიცავს. ისინი მომხმარებლებს ავტომობილთან დაკავშირებულ ნებისმიერ სერვისს სთავაზობენ.

მისივე ცნობით, მომხმარებლებისთვის საავტომობილო სერვისების შეთავაზება უშუალოდ მათი მხრიდან არ ხდება და ისინი ამას მათი პარტნიორი კომპანიის სახით ახორციელებენ.

„ჩვენ უკვე 2 წელია ბაზარზე ვოპერირებთ, მაგრამ სერვისის მიწოდების ფორმატით, მიმდინარე წლის დასაწყისში დავიწყეთ ფუნქციონირება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს სერვისი სწრაფად და შეუფერხებლად შევთავაზოთ, რასაც „გალფის“ საშუალებით უზრუნველვყოფთ.

საკმაოდ აქტიური წელი იყო, რადგან 9 თვის მონაცემებით უკვე 2000 ლოიალური მომხმარებელი, 3000-ზე მეტი გამომწერი და 6000 რეგისტრირებული მომხარებელი გვყავს. ეს კი ნიშნავს, იმას, რომ საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებს მზაობა აქვთ, რომ შესაბამისი სერვისით ისარგებლონ,

ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით ვოპერირებთ, თუმცა რეგიონებიდანაც მოთხოვნა გვაქვს, რომ სერვისი მომხმარებლებს დიდ ქალაქებშიც შევთავაზოთ. ამიტომ, მომავალი წლისთვის, სავარაუდოდ ზაფხულში, ბათუმში შევალთ, ხოლო შემდგომ სხვა დიდი ქალაქების დამატებაც იგეგმება,“- აცხადებს ბერიძე.

როგორც კომპანია „გალფის“ არასაწვავ პროდუქტების განვითარების მენეჯერი, გია ტალახაძე „საქმიან დილაში“ აცხადებს, ისინი ოპერატიულობაზე არიან ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, მათი და „ვუვლის“ ხედვები ერთმანეთს დაემთხვა.

მისივე თქმით, ყველაზე რთული ამ თანამეგობრობაში გამჭვირვალობა და სერვისის მიწოდებაზე ოპერატიულობა იყო.

„რაც შეეხება არასაწვავი მიმართულებით ჩვენი კომპანიის განვითარებას, „გალფ სერვისი“ ძრავის ზეთის, ზეთის ფილტრის, სალონის ფილტრისა და სხვა სერვისების მომმხარებლებისთვის შეთავაზებას მოიცავს

ასევე, სადგურებზე პროდუქტებს ვყიდით, როგორც ძრავის ზეთს, ასევე ანტიფრიზს და ა.შ.“-აცხადებს ტალახაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები