მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვუყურებ ამ სიჩუმეს, რომელმაც ბიზნესში დაისადგურა, რაც მტანჯავს“ - კახა ხაზარაძე

64087eebb6582
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.23 16:55
1503
„ვუყურებ ამ სიჩუმეს, რომელმაც ბიზნესში დაისადგურა, რაც მტანჯავს და სულიერ ტკივილს მაყენებს“ - წერს „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე Facebook-ის პირად გვერდზე.

ის, როგორც საქართველოს მოქალაქე საზოგადოებას და ბიზნესს მოუწოდებს, რომ უმოქმედობას არავინ აპატიებს.

„მინდა მივმართო ყველას ვინც დღეს სიჩუმეს და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს.  ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის თავისუფლება და ევროპული მომავალი რომელიც ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს, ჩვენამდე მოიტანეს და ამისთვის სიცოცხლეც დათმეს.

ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩვენი შვილებია და ვალია მათ მომავალზე ზრუნვა, რაც ნიშნავს ჩვენი ვალდებულებაა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ მათ შეძლონ ძლიერ, თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვრონ, რომელსაც საქართველო ჰქვია.

ჩვენ უმოქმედობას არავინ გვაპატიებს, პირველ რიგში საკუთარი სინდისი.

პატივისცემით საქართველოს მოქალაქე“, - წერს კახა ხაზარაძე.

ცნობისთვის: კომპანია ICR ქართულ ბაზარზე უკვე 30 წელია, რაც ოპერირებს. კორპორაცია ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯისა და აქსესუარების მაღაზიათა ქსელებს, კვების ობიექტებსა და სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები