მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წალენჯიხა-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება

599940d2407d0
BM.GE
20.08.17 12:20
861
წალენჯიხა-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი 10 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები.

"პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტული გზით შეძლებენ გადაადგილებას. სამუშაოები ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით და მისი ღირებულება 3 მლნ ლარამდეა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2013 წლიდან დღემდე რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგო 156.3 კმ გზა",- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები