მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხის მერის მანქანა დაიწვა - „ეს გაფრთხილებას და მუქარას ჰგავს“

634653062a6f3
ინგა მურუსიძე
12.10.22 09:37
991
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას კუთვნილი ავტომანქანა სახლის წინ დაიწვა. შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა.

როგორც წალენჯიხის მერმა bm.ge-ს უთხრა, ავტომანქანა ტექნიკურად სრულიად გამართული იყო.

„შემთხვევა დილით მოხდა, ჩემმა შვილმა ნახა და დამიძახა. სავარაუდოდ, ვიღაცამ ხელოვნურად გააჩინა ცეცხლი, გარკვეული კვალიც ჩანს. პოლიცია და საგამოძიებო სამსახური იყო, მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა გამოიძიებენ? ეს არის შეკითხვა. ეს გაფრთხილებას ჰგავს და დამუქრებას. ასე ჩანს ახლა, ამ სიტუაციიდან. მანქანა იყო აბსოლუტურად გამართული ტექნიკურად“, - ამბობს ხარჩილავა.

მერის ინფორმაციით, მანქანა სავარაუდოდ ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულიხმობს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები