მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Walmart Amazon-ს კონკურენციას ინოვაციური აპლიკაციით გაუწევს

5b13ba660a447
კესო კაციტაძე
03.06.18 14:28
864
Walmart  თავის მომხმარებლებს ინოვაციურ აპლიკაციას სთავაზობს. კომპანიმ შექმნა აპლიკაცია Jetblack, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს მარტივი მოკლე ტექსტური შეტყობინებით სხვადასხვა პროდუქციის შეკვეთა შეუძლიათ. შეკვეთილ ნივთს კურიერი მას ადგილზე იმავე დღეს ან მეორე დღეს მიაწვდის. ამ დროითვის აპლიკაციით სარგებლობა მხოლოდ ნიუ იორკშია შესაძლებელია, ხოლო რაც შეეხება მომსახურების თვიურ გადასახადს ის 50 ამერიკულ დოლარს უტოლდება.

აპლიკაციის ბეტა ვერსია მანჰეტენზე წლის დასაწყისიდან მოქმედებს, თუმცა, სულ რამდენიმე დღეა, რაც მთლიანი ნიუ-იორკი მოიცვა. როგორც CNN Money წერს, კომპანიას ჯერ არ აქვს განსაზღვრული თუ რამდენი ადამიანი იყენებს Jetblack-ს, თუმცა მენეჯმენტს ამ კუთხით განვითარება კიდევ სურს. აპლიკაციის საშუალებით Walmart მთავარ კონკურეციას Amazon-ს უცხადებს. კომპანიის გაყიდვები კი ბოლო კვარტალური მონაცემებით 33%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები