მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Walmart-ი სოციალურ პლატფორმა X-ზე სარეკლამო კამპანიას წყვეტს

walmart

საცალო ვაჭრობის კორპორაცია Walmart-მა განაცხადა, რომ ის სოციალური მედიის პლატფორმაზე X-ზე რეკლამებს აღარ განათავსებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"ჩვენ აღარ განვათავსებთ რეკლამას X-ზე, ვინაიდან ვიპოვეთ სხვა პლატფორმები, რომლის მეშვეობითაც უკეთ მივაღწევთ ჩვენს მომხმარებლამდე", - თქვა Walmart-ის წარმომადგენელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი ილონ მასკის ანტისემიტური განცხადება გახდა, რომლითაც ის დაეთანხმა სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტს, რომელიც ამტკიცებდა, რომ გარკვეული ებრაული ჯგუფები თეთრკანიანი ადამიანების წინააღმდეგ სიძულვილის ნარატივის გაღვივებას ცდილობენ.

როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა განაცხადა, “ამერიკის ისტორიაში ანტისემიტიზმის ყველაზე საშინელი გამოვლინების უკან არსებული ტყუილის გამეორება დაუშვებელია”. ამ შემთხვევაში, ბეიტსი, სავარაუდოდ, პიტსბურგის ერთ-ერთ სინაგოგაში 2018 წელს მომხდარ მასობრივ მკვლელობას გულისხმობს, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, სწორედაც რომ “თეთრკანიანი ადამიანების გენოციდის” იდეას იზიარებდა.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიცაა Disney, Apple და IBM, უკვე განაცხადეს, რომ X-ზე რეკლამებს აღარ განათავსებდნენ. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც 2022 წელს ილონ მასკმა Twitter-ი შეიძინა და X-ად აქცია, პლატფორმის შემოსავალი საგრძნობლად დაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები