მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Walmart-ის III კვარტალის შემოსავალი $160 მილიარდია

walmart

საცალო ვაჭრობის კომპანია Walmart-მა მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, კომპანიის შემოსავალი $160.80 მილიარდია, გასული წლის იმავე პერიოდში კომპანიის შემოსავალი $152.81 მილიარდი იყო.

ამასთან, მესამე კვარტალში მოგება თითო აქციაზე $1.53-ია, რაც აჭარბებს ანალიტიკოსების მოლოდინებს, მათი პროგნოზით, მოგება თითო აქციაზე $1.52 იყო. ამასთან, Walmart ელოდება, რომ მიმდინარე წელს წმინდა გაყიდვები 5%-იდან 5.5%-მდე გაიზრდება.

კომპანიის გაყიდვები ნაწილობრივ გაიზარდა, ვინაიდან მყიდველებს ინფლაციის პერიოდში უმეტეს საქონელზე უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწიათ.

”შეერთებულ შტატებში, მომდევნო თვეებში ჩვენ შეიძლება გავუმკლავდეთ დეფლაციის პერიოდს და მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს ჩვენზე, ჩვენ მივესალმებით მას, რადგან ეს უკეთესია ჩვენი მომხმარებლებისთვის,” - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.

მესამე კვარტალში Walmart-ის წმინდა შემოსავალი $453 მილიონამდე გაიზარდა, ანუ 17 ცენტი ერთ აქციაზე. ამასთან, წინა წელთან შედარებით, მომხმარებელთა ტრანზაქციები 3.4%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ Walmart ფულს უახლესი გზებითაც შოულობს, როგორიცაა რეკლამების გაყიდვა, ამასთან კომპანია მომხმარებლებს Walmart+-ზე ერთწლიან საწევრო შეთავაზებასაც სთავაზობს. გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, კომპანიის ელექტრონული კომერციის გაყიდვები აშშ-ში 24%-ით, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით 15%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები