მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წამლების ფასი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა - NDI

63243d58373b9
ვიქტორია მღებრიშვილი
16.09.22 13:58
703
NDI-სა და CRRC-საქართველოს მიერ 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, წამლების ფასი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა.

რა არის ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა? - ამ კითხვაზე გამოკითხული მოსახლეობის პასუხების მიხედვით პრიორიტეტები ასე ნაწილდება:

• წამლების საფასური;
• სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტების საფასური;
• ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის/კვალიფიკაციის ნაკლებობა;
• წამლების დაბალი ხარისხი;
• საავადმყოფოების და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა;
• ბიუროკრატია ჯანდაცვის სისტემაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საკითხთან მიმართებით დამოკიდებულება გაუარესებულია.

ცნობისთვის: აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები