მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წამლის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ფასებს გაზრდის"

5add65cf8b998
მეგი კავთუაშვილი
23.04.18 10:00
899
წამლის იმპორტიორები, რომლებსაც მედიკამენტები პარალელური იმპორტით შემოაქვთ, მიიჩნევენ, რომ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მედიკამენტების ფასებს გაზრდის, ფარმაცევტულ ბაზარს კი მონოპოლიისკენ გადახრის. როგორც bm.ge-ს „ალიანსი პროგრესული ჯანდაცვისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, სოლომონ იორამაშვილმა განუცხადა, პარალელურად იმპორტირებული მედიკამენტისთვის რეგისტრაციის ვადის 5 წლამდე შეზღუდვა თანაბარ პირობებში ჩააყენებთ ეროვნული რეჟიმით დისტრიბუტორებთან, რის შედეგადაც აღიარებითი ქვეყნებიდან გამარტივებული წესით წამლის შემოტანა ფასს დაკარგავს.

„ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას რომ მსგავსი ტიპის ცვლილება კონკურენციიდან ამოაგდებს ბაზრის საკმაოდ მრავალრიცხოვან მონაწილეებს, გააუარესებს კონკურენტულ გარემოს, გარემო გადაიხრება მონოპოლიზაციისკენ და ეს გაზრდის ფასებს.“ - აცხადებს სოლომონ იორამაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები