მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წამლის ხარისხის ლაბორატორია 2022 წლის ბოლომდე ამოქმედდება - ტიკარაძე

61c8224feec62
თელარა გელანტია
26.12.21 12:04
759
“მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და ფალსიფიკაციის რისკების შემცირების მიზნით, დაიწყო წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის შექმნა”, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს შენობის მოწყობა და საჭირო აპარატურის შესყიდვა. ლაბორატორიის ამოქმედება დაგეგმილია 2022 წლის ბოლომდე.

გარდა ამისა, 2020 წელს გაიცა პირველი GMP და GDP სერტიფიკატები. 2022 წლიდან ფარმაცევტული საწარმოებისა და დისტრიბუტორებისთვის სავალდებულო გახდება GMP და GDP სტანდარტის დაცვა. GMP/GDP სერტიფიკატების მისაღებად სააგენტოს უკვე მომართა 15-მა დაწესებულებამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები