დღეს ერთი ქართული სტარტაპი - Warehouse უნდა გაგაცნოთ - ეს არის ციფრული საწყობი, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ქართულ ბაზარზე სულ რაღაც ერთი წლის გამოჩნდა. "ვეარჰაუსი" ბიზნესს სწრაფად და კონკურენტულ ფასად მცირე და ნაკრები ტვირთების გადაზიდვაში ეხმარება და მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ერთ პლატფორმაზე ყველა საჭირო სერვისი მიიღოს - დაწყებული ფასის განსაზღვრიდან, დასრულებული ტვირთის ჩაბარებამდე. პლატფორმის საშუალებით სერვისის ონლაინ მიღება ამ ეტაპზე ევროპის 5 ქვეყნიდან არის შესაძლებელი, უახლოეს მომავალში კი სტარტაპის დამფუძნებლების მიზანი სხვა კონტინენტებს აქტიურად ათვისებაა.