მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარმატებით დაძლეული გამოწვევები - „ჯი-თი მოტორსი“ ფინანსურ წელს აჯამებს (R)

623ada844f7d6
BM.GE
23.03.22 12:29
1441
საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერ ბრენდებს, Ford-ს, Jaguar-ს, Land Rover-სა და Suzuki-ს საქართველოში ექსკლუზიურად „ჯი-თი მოტორსი“ წარმოადგენს. კომპანია ქართულ ბაზარზე უკვე მე-15 წელია წარმატებით ოპერირებს და მსოფლიო ბრენდებთან აქტიურად თანამშრომლობს.

ისევე, როგორც კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვის, პანდემიის გამო 2021 წელი „ჯი-თი მოტორსისთვისაც“ სირთულეებით იყო სავსე. თუმცა, კომპანიამ მოახერხა და ყველა გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი. ფინანსური წლის შეჯამებისას გამოიკვეთა ის მნიშვნელოვანი შედეგები, რასაც კომპანიის გუნდმა ერთობლივი და ინტენსიური მუშაობის შედეგად მიაღწია.

“გასული წლის განსაკუთრებული მიღწევაა „Ford Motor Company”-სთან გაფორმებული ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, „ჯი-თი მოტორსი“ ოფიციალურად გახდა ბრენდის ავტორიზებული იმპორტიორი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - აზერბაიჯანშიც. ამ შეთანხმების ფარგლებში, უახლოეს მომავალში „ჯი-თი მოტორსი“ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ახალ შოურუმს გახსნის. „Ford Motor Company”-სთან 14 წლიანი წარმატებული საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებს და მოხარულები ვართ, რომ ამ ნაბიჯით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა,“ - აცხადებს „ჯი-თი მოტორსის“ გენერალური დირექტორი თემურ უსტიაშვილი.



14 წლის განმავლობაში, კომპანიამ “Ford”-ისგან 8 საერთაშორისო ჯილდო მიიღო, მათ შორის, Ford Europe-ის ისტორიაში ყველაზე დიდი კომერციული გარიგებისათვის. ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ არაერთხელ აღინიშნა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის როგორც რეგიონული, ისე გლობალური ოფისების მხრიდან. სწორედ ამიტომ, Ford-მა „ჯი-თი მოტორსს“ თანამშრომლობის გაღრმავება შესთავაზა, რაც რეგიონული წარმომადგენლობის შეთანხმებით დასრულდა.

Ford-ის გარდა, „ჯი-თი მოტორსი“ აქტიურად თანამშრომლობს Jaguar Land Rover-თანაც. ამ ბრენდმა კომპანია რამდენჯერმე აღიარა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლობა რეგიონში. ის, რომ საქართველოში მოქმედი „ჯი-თი მოტორსი“ არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს, საუდის არაბეთს, ყატარს, მაროკოს, იორდანიასა და ომანში მოქმედ წარმომადგენლობებს შორის ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა, კომპანიის წარმატებულ მუშაობას ხაზს უსვამს. ყველა აღნიშნულ ქვეყანაში საკმაოდ ძლიერი დილერი კომპანიები მუშაობენ. სწორედ ამიტომ, „ჯი-თი მოტორსის“ ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლობად აღიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კომპანია ბოლო ორი წლის განმავლობაში, საერთო მონაცემებით ტოპ ხუთეულში მოხვდა, ხოლო მომხმარებელთა მომსახურების კუთხით - ტოპ სამეულში.

სწორედ ასეთი დამსახურებისა და წარმატების საპასუხოდ, Jaguar Land Rover-მა სრულიად ახალი Range Rover-ის ერთ-ერთი ძვირადღირებული ფერისათვის საქართველოს ზღვისპირა ქალაქის სახელი შეარჩიეს - Batumi Gold. ქართველი მომხმარებელი ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც Range Rover-ის ახალ მოდელს იხილავს.

„ჯი-თი მოტორსს“ ერგო პატივი, მომხმარებლისთვის, რეგიონში ერთ-ერთ პირველს წარედგინა პირველი სრულიად ელექტრო Jaguar I-Pace-იც, რაც ასევე მეტყველებს მსოფლიო ბრენდებთან ნაყოფიერ და წარმატებულ თანამშრომლობაზე. აღნიშნული მოდელის წარსადგენად, კომპანიამ მომზადების არაერთი ეტაპი გაიარა. განახლდა შოურუმი და სერვის ცენტრი, დამონტაჟდა სპეციალური დამტენები და, რაც მთავარია, ყველა თანამშრომელმა გაიარა გადამზადების კურსი. „ჯი-თი მოტორსმა“ იზრუნა იმაზეც, რომ ქართველი მომხმარებელი ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ახალ Land Rover Defender-ს იხილა.

„ჯი-თი მოტორსი“ განვითარებაზე მუშაობას განაგრძობს, რასაც კომპანიის ბრუნვის ყოველწლიური ზრდაც ადასტურებს. ყველაზე რთულ პერიოდში, 2020 წელს, როდესაც მსოფლიო პანდემიის გამო ქვეყანა ჩაიკეტა, კომპანიაში პროგრესი მაინც შეინიშნებოდა. სწორედ ამ მოტივაციით, „ჯი-თი მოტორსის“ გეგმებში საქართველოს რეგიონებში განვითარებას გეგმავს. თუკი აქამდე კომპანია ბათუმში მხოლოდ ერთი ბრენდის შოურუმით იყო წარმოდგენილი, ახლა ყველა ბრენდის შოურუმის გახსნა იგეგმება, სრულფასოვანი მომსახურებით. „ჯი-თი მოტორსი“ აპირებს ბათუმში მოაწყოს საავტომობილო სერვისის სივრცე, რათა მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას.

მიმდინარე წელს, პანდემიის გარდა, მსოფლიო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დადგა. რუსეთ-უკრაინის ომი მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი ამ რეგიონისთვის დიდი ტრაგედიაა. „ჯი-თი მოტორსში“ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს და მაქსიმალურად ცდილობენ, დახმარება გაუწიონ. მატერიალური მხარდაჭერის გარდა, ჰოლდინგის ქვეშ არსებულ სასტუმრო „ამერი პლაზაში“ უფასოდ არიან განთავსებულები საქართველოში დარჩენილი უკრაინელები. მათთვის შექმნილია მაქსიმალური კომფორტი და ყველანაირად არიან უზრუნველყოფილნი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები