მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წარსულში იმდენი არასწორი პროექტი განხორციელდა, დღეს მშენებლობა დანაშაულად ითვლება"

5c9b25a7a3ec7
ლევან თაღიაშვილი
27.03.19 11:25
720
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს ნებისმიერი სახის მშენებლობა საზოგადოებაში უკვე დანაშაულად ითვლება.

მერი ამ დამოკიდებულებას წარსულში არასწორად გაცემული ნებართვებით ხსნის და ამბობს, რომ გენერალური გეგმა და სწორი ურბანიზაცია ამ დამოკიდებულებას გამოასწორებს.

„ის, რაც წლების განმავლობაში აღმშენებლობასთან ასოცირდებოდა, დღეს დანაშაულად ითვლება, ვგულისხმობ მშენებლობას. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ისიც მესმის, თუ რატომაა ეს დამოკიდებულება. იმდენი არასწორი პროექტი განხორციელდა, ისეთ ადგილებზე მისცეს მშენებლობის უფლება, რომ ამის შემდეგ ადამიანებს აღარ აინტერესებთ სწორადაა ნებართვა გაცემული თუ არა, მათთვის უკვე ყველა მშენებლობა არის დანაშაული", - განაცხადა მან.

კალაძის თქმით, მსგავსი დამოკიდებულება არასწორია და მერია ყველაფერს გააკეთებს მის გამოსასწორებლად.

„ეს დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შევცვალოთ. არსებული პროცესი უნდა მოხდეს სწორი პროექტების განხორციელებით, გენერალური გეგმის შესრულებით", - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები