მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Washington Post: 7 ფაქტი საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე

57f8964801581
BM.GE
08.10.16 10:37
1240
საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. არჩევნებს ვრცელ სტატიას უძღვნის გამოცემა Washington Post და ყველაზე მნიშვნელოვან 7 ფაქტს ასახელებს:

1. პირველი რაზეც გამოცემა აქცენტს აკეთებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტია. გამოცემა წერს, რომ საარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, მანამ სანამ ავტომობილი აფეთქდებოდა.

2. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ გამარჯვებისთვის ორი ძირითადი პარტია იბრძვის. ავტორი ვარაუდობს, რომ როგორც ქართული ოცნება, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში ადგილებს მოიპოვებს. აღნიშნულ ფაქტს გამოცემა საქართველოს პარტიული სისტემის სტაბილიზაციად აფასებს.

3. Washington Post წერს, რომ ქართულ ოცნებას მცირედი უპირატესობა ექნება, როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ სიებში ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან შედარებით.

4. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გამოცემა აქცენტს აკეთებს საქართველოს საარჩევნო სისტემაში შესული ცვლილებაა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ თუკი 2012 წელს საქართველოში განსხვავებული საარჩევნო სისტემა იქნებოდა, ქართულ ოცნებას პარლამენტში დამატებით 9 ადგილი ექნებოდა.

5. სტატიაში საუბარი პრო-რუსულ პარტიებზეც. ავტორი აღნიშნავს, რომ მსგავსი პარტიებიდან ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ პარლამენტში ადგილებს პატრიოტთა ალიანსი მოიპოვებს. გამოცემა წერს, რომ აღნიშნული პარტია რუსეთზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის გატარებას ემხრობა.

6. რაც შეეხება პრო-დასავლურ პარტიებს, გამოცემა აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდისთვის ნატოსთან და დასავლეთთან ინტეგრაცია მთავარი პრიორიტეტია. თუმცა აქვე სტატიის ავტორი წერს, რომ სავარუდოდ პარლამენტში თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკური პარტიის მხოლოდ რამდენიმე წევრი მოხვდება.

7. ბოლოს ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ბევრ ამომრჩევენს საკუთარი არჩევანი მტკიცედ ჩამოყალიბებული არ აქვს. ავტორს ბოლო კვლევის შედეგებიც მოჰყავს და აღნიშნავს, რომ ამომრჩევლების ნახევარი გადაწყვეტილებას სავარუდოდ უშუალოდ საარჩევნო ყუთთან მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები