"საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები, უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოსთვისაც და დასავლეთისთვისაც. ქვეყანამ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ის აღარაა გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაა და მან დაიმსახურა ადგილი ევროპულ ოჯახში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო უკან, პოსტ-საბჭოთა კავშირის პერიოდში დაბრუნდება.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდად, თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს, ასევე ორივე მხარემ აღიაროს მისი შედეგების ლეგიტიმურობა. არჩევნების პირველი ტური, 28 ოქტომბერს მაღალ ემოციურ ფონზე გაიმართა, პოლიტიკური დებატები ხშირად პერსონალურ შეურაცხყოფაში იზრდებოდა. ძალადობის და მღელვარების შიში გაცილებთ რეალური გახდა. მშვიდ და ლეგიტიმურ მეორე ტურს შეუძლია საქართველო დატოვოს ევროპულ გზაზე. ის უკვე არის გამონაკლისი ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. მან შეძლო და გაცილებით უკეთესი დემოკრატიული ინსტიტუტები, ეკონომიკური რეფორმები და კორუფციასთან ბრძოლის მეთოდები აირჩია, ვიდრე სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს აქვთ (გარდა ბალტიისპირეთისა), გარდა ამისა ის NATO-ს მთავარი კონტრიბუტორია ავღანეთში ოპერაციების დროს.
2012 წელს საქართველოს ჰქონდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. პირველად, ქვეყნის ისტორიაში ძალაუფლება ერთმა ძალამ მეორეს არჩევნების მეშვეობით გადაულოცა."ქართული ოცნების" მთავრობამ კი დააპატიმრა წინა ხელისუფლების მრავალი წევრი, თუმცა დროთა განმავლობაში ეს პრაქტიკა შეწყდა. 6 წლის შემდეგ, საქართველო დემოკრატიის სხვა გამოწვევის წინაშე დგას. 1991 წლის შემდეგ ხელისუფლების კანდიდატმა პირველად ვერ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში. დღეს საქართველოს შეუძლია დემოკრატიისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას, იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურის შემდეგ ორივე კანდიდატი წაგების თუ მოგების შემთხვევაში აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას. მიუხედავად ამისა, ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა აქვს დემოკრატიის კუთხით.“ - ნათქვამია სტატიაში.
არჩევნების თემას გამოეხმაურა ასევე Euronews-იც, რომელიც არჩევნებს "ორი პოლიტიკური გიგანტის" დაპირისპირებად აფასებს და ამბობს, რომ რეალური დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის იმართება.
"ქართული პოლიტიკის ორი გიგანტი, ოთხშაბათს დაუპირისპირდება ერთმანეთს ახალი პრეზიდენტის ასარჩევად. მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტინში არც ერთის სახელი არ წერია, ბრძოლა საქართველოს წინა პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს - (რომელმაც, წინა თვეს ევრონიუსს განუცხადა, რომ მას საქართველოში სურს დაბრუნება) - და მილიარდერ ყოფილ პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის იმართება.“
არსებულ მოვლენებს Aljazeera-ც აფასებს და საპრეზიდენტო არჩევნებს გადამწყვეტს უწოდებს "ქართული ოცნების" პარტიისთვის. გამოცემა წერს, რომ 2 ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იღებს არჩევნებში მონაწილეობას და დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელი მათგანი მიაღწევს წარმატებას. "საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ პირველი ტური ჩატარდა კომპეტენტურ გარემოში, თუმცა გამოვლინდა არასამართლიანი თამაშის წესები. დამკვირვებლებმა ასევე განაცხადს, რომ არსებული შედეგი გადამწყვეტ როლს ითამაშებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს" - წერს Aljazeera.