მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wasteless • ვეისთლესი-მ ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შესაგროვებელი ყუთები შექმნა

ვეისთლეს

"სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია" Wastless-მა USAID-ის ეკნომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ელექტრონული ნარჩენების შესაგროვებელი ყუთები შექმნა.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილი BMG-სთან საუბრისას აცხადებს, როდესაც ელექტრო მოწყობილობები ნაგავსაყრელზე ხვდება, მისი ნარჩენები გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებს, შესაბამისად მათი მიზანიც ამ ყველაფრის თავიდან აცილება და ჯანსაღი გზით გადამუშავება იყო.

"ჩვენ შევქმენით ყუთები, რომელიც ეტაპობრივად საქართველოს ყველა წერტილში განთავსდება, ამ ყუთებში განთავსდება ელექტრო ნარჩენები, შემდეგ ის საწყობში მოხვდება, სეპარირდება და ცალკეული ნაწილები სხვადასხვა, შესაბამის საწარმოში მოხვდება გადასამუშავებლად. იქნება ეს მეტალის, სპილენძის თუ შუშის გადამამუშავებელი საწარმო. ზოგიერთი ნაწილი, რომელიც აქ არ გადამუშავდება, ექსპორტზე გადის", - ამბობს გიორგი გულიაშვილი.

მათი მიზანია, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში 200 ჩამბარებელი პუნქტი შექმნან, ამჯერად კი ყუთები ელიტ ელექტრონიქსის ყველა ფილიალშია განთავსებული, უახლოეს მომავალში კი ალტა, ბეკო, ზუმერი, სუპერი და ასევე, სავაჭრო ცენტრებიც დაემატება.

ამჟამად კომპანიას 500 ტონამდე ელექტრო მოწყობილობა აქვს შეგროვებული, მათ შორის პარტნიორი კომპანიებისგან, რომლებიც თავად არიან ამ პროდუქციის რითეილერები. მნიშვენლოვანია ის ფაქტიც, რომ ის პირები, რომლებიც ამ ქსელებში ელექტრო მოწყობილობებს მიიტანენ და ჩააბარებენ, ამავე მაღაზიის პროდუქციაზე ფასდაკლებასაც მიიღებენ.

Wastless-ის კიდევ ერთი სამოქმედო გეგმა კი იმაში მდგომარეობს, რომ მალე ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიასაც დაიწყებენ, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა უფრო მეტს გაიგებს იმის შესახებ, თუ რატომაა ელექტრო მოწყობილობების გარემოში მოხვედრა სახიფათო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები