მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წავკისში, აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა - პროექტში ₾1 200 000 დაიხარჯა

641ff849dfd9e
BM.GE
26.03.23 12:00
736
მთაწმინდის რაიონში, წავკისში, აღმაშენებლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „პარმა“ შეასრულა და ჯამში, ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის 1 200 000 ლარამდე დაიხარჯა.

სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე, გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები - წყალარინების სისტემა და სანიაღვრე ქსელი. პროექტის ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი ჯამში, 10 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ასევე, მოეწყო ბორდიური.

ბოლო ეტაპის სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი მთაწმინდის რაიონის გამგებელთან, დავით კირკიტაძესთან ერთად გაეცნო

„აღნიშნულ ქუჩაზე საავტომობილო გზა სრულად ამორტიზებული იყო და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს. შესაბამისად, აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ და დაახლოებით, ორი კილომეტრზე დაიგო ასფალტის საფარი.

მსგავსი სიტუაცია ბევრ ქუჩაზეა და ეტაპობრივად მოწესრიგდება. მიმდინარე წელს, წავკისში 9 ძმა ხერხეულიძისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაციაცაა დაგეგმილი“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები