მსოფლიო ბანკის განცხადებით, 2025 წელს საქონლის გლობალური ფასები ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდება. სასაქონლო ბაზრების პერსპექტივის ოქტომბრის ანგარიშში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც წელს საქონლის ფასები 3,4%-ით შემცირდა, 2025 წელს ისინი 5,1 პ%-ით და 2026 წელს 1,7%-ით შემცირდება, ეს კი ჯამურად 2026 წლამდე გლობალური საქონლის ფასების 10%-მდე შემცირებას ნიშნავს.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მიზეზი ნავთობის სიჭარბეა. კერძოდ Brent ტიპის ნედლი ნავთობის ფასი 2024 წელს პროგნოზირებულია ბარელზე საშუალოდ 80 დოლარის, 2025 -ში 73 -ის და 2026 -ში 72 დოლარის ფარგლებში. რომელ სასაქონლო ჯგუფებში და რა ტიპის ფასის კლებას უნდა ველოდოთ?
სტუმარი: ჯუბა მარუაშვილი - „FAO საქართველოს“ პოლიტიკის უფროსი;