მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

WC 2018-დან FIFA რეკორდულ შემოსავალს მიიღებს

5b2b4f9ab82f4
ბექა ბაციკაძე
21.06.18 11:10
1020
ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია FIFA, მიმდინარე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, რეკორდულ 6,1 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს. ამონაგები რუსეთში მიმდინარე მუნდიალიდან 10%-ით მეტი, ხოლო შემოსავალი 1,3 მილიარდი დოლარით მეტი იქნება ვიდრე 4 წლის წინ ჩატარებული ჩემპიონატიდან, რომელსაც ბრაზილიამ უმასპინძლა. ინფორმაციას, რუსული Forbes „ნიუ-იორკ თაიმსზე“ დაყრდნობით ავრცელებს. 2014 წელს ფიფამ, 4,8 მილიარდის შემოსავალი მიიღო, 2010 წელს კი 3,9 მილიარდი დოლარი.

რაც შეეხება შემოსავლების სტრუქტურას - FIFA -ს ფინანსური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამონაგები სატელევიზო უფლებების გაყიდვიდან, მოსალოდნელზე 2% -ით მეტი აღმოჩნდა, საერთო ჯამში 3 მილიარდი დოლარი. ასევე, 200 მილიონი დოლარით მეტის კონტრაქტები გაფორმდა მსოფლიოს 2018 წლის სპონსორებთან. 20- მა უმსხვილესმა პარტნიორმა, ჯამში 1,65 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებები დადო.

საგულისხმოა რომ, FIFA-მ 233%-ით გაზარდა შემოსავლები, კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი „EA Sport“-სგან „FIFA 2018“ სიმულატორისთვის. 2017 წელს ორგანიზაციას, 160 მილიონი დოლარი გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები