მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

WEF: საქართველომ ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურა გააუმჯობესა

5d70e079101ea
მიხეილ ხაჩიძე
07.09.19 12:20
820
საქართველომ დიდი პროცენტით გააუმჯობესა ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ იმ დასკვნაშია საუბარი, რომელიც
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) გამოაქვეყნა. ანგარიში „მოგზაურობა და ტურიზმი: კონკურენტუნარიანობა 2019“ სამხრეთ აფრიკის ტურისტულ მეტროპოლ კეიპტაუნში წარადგინეს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) ანგარიშს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ამზადებს. რეიტინგში სხვადასხვა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ტემპებია შეფასებული.


ანგარიშში წარმოდგენილია ამ მიმართულებით შედგენილი 140 ქვეყნის რეიტინგი, სადაც წელს საქართველოს 2 პოზიციით დაწინაურდა და 68-ე ადგილს იკავებს. 2017 წლის იმავე რეიტინგში ჩვენი ქვეყანა 70-ე ადგილზე იყო. 1-დან 7-მდე ქულათა გრადაციაში საქართველომ 3,9 ქულა მიიღო. 


რეიტინგში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოს მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და რუსეთი (39-ე ადგილი) უსწრებენ, კავკასიის რეგიონის მასშტაბით კი საქართველო მოწინავე, პირველ პოზიციაზეა. სიაში სომხეთი 79-ე, ხოლო აზერბაიჯანი – 71-ზე ადგილზე გავიდნენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები