ტურიზმი, სტუმარ-მასპინძლობა, უძრავი ქონება და საერთაშორისო ბრენდები, ინვესტირების ალტერნატიული მექანიზმები და შემოქმედებითი ინდუსტრია - ანუ თითქმის ყველაფერი, რაც ადგილობრივ ეკონომიკას ქმნის, ველქამ თბილისის საერთაშორისო ფორუმზე პანელური საუბრების ფორმატში განიხილეს. ღონისძიების მთავარი მიზანი იმ პოტენციალის კიდევ ერთხელ წარმოჩენა და გაზიარება იყო, რაც ერთი მხრივ თბილისს, მეორე მხრივ კი ქვეყანას ეკონომიკურ კონტექსტში გააჩნია.






























