მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს, 25 ტონა სატაცურის მოსავალს ველოდებით, გეგმაში სამაცივრე მეურნეობის აშენება გვაქვს“ – Geofresh

616bc16a8cf93
მარიამ იზორია
17.10.21 20:00
1328
სატაცურის მწარმოებელი კომპანიის Geofresh-ის დირექტორის მოადგილემ, სალომე ყველიაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ კომპანიის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს 22 ტონა სატაცურის მოსავალი აიღეს, წელს კი 25-ს ელოდებიან.

ამასთან, მისივე თქმით, კომპანია საკუთარი სამაცივრე მეურნეობის აშენებას აპირებს, რადგან პროდუქტი უფრო მეტად მაღალი ხარისხის იყოს.

„გასული წლის მოსავლიანობა 22 ტონა სატაცური იყო, წლევანდელი სეზონისთვის კი 25 ტონას ველოდებით, აღსანიშნავია, რომ იმდენად მაღალი და მზარდია ამ პროდუქტზე მოთხოვნა რესტორნებში, სასტუმროებსა და სუპერმარკეტებში, რომ სატაცურის მწარმოებელი ფერმერების რაოდენობა მუდმივად იზრდება და ეს ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება, რაც შეეხება Geofresh-ის გეგმებს, გარდა იმისა, რომ გაფართოებასა და ახალი სახეობების დამატებას ვაპირებთ, გეგმაში საკუთარი სამაცივრე მეურნეობის აშენებაც გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ხარისხზეა ორიენტირებული, ეს უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციის გაყიდვის საშუალებას მოგვცემს“, - ამბობს Geofresh-ის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, Geofresh-ი საგარეჯოში 13 ჰა მიწაზე სამი სახეობის - ორ ამერიკულსა და ერთ ესპანურს სატაცურს აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები