მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს 8 ჰესის მშენებლობის დასრულება იგეგმება

5a5eebea1b6dc
დავით ჯალაღონია
17.01.18 10:23
1730
წელს 8 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება იგეგმება. ამის შესახებ Bm.ge-ს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განუცხადა.

მისი ინფორაციით, ამ 8 ჰესის ჯამური დადგმური სიმძლავრე 82 მეგავატი, გამომუშავება - 370 მლნ კვტ.სთ. ეს ჰესებია: "კირნათი", "სხალთა", "სკურდიდი", "ჯონოული", "კასლეთი 2", "ავანი ჰესი", "ხეორი" და "ხადორი".

"რაც შეეხება პროექტებს, რომელიც 2019 წელსაც გაგრძელდება, ეს დაახლოებით არის 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და მათი დადგმული სიმძლავრე ჯამურად დაახლოებით 300 მეგავატია, გამომუშავება - 2.5 მილიარდი კვტ.სთ", - აღნიშნა მიქაუტაძემ.

რაც შეეხება სხვა საინვესტიციო პროექტებს, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე წელს გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება. ასევე, რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები