მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს აჭარაში 50-60 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან

5bbc9ef1882f1
ელენე გოგბერაშვილი
09.10.18 17:00
838

მიმდინარე წლის საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 50-60 ათასი ტონა იქნება. ამის შესახებ bm.ge-ს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს. მათი თქმით, ციტრუსის კრეფის პროცესი აჭარაში ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყება და ნედლეულის მიმღები საწარმოები მუშაობას 25 ნოემბრიდან დაიწყებენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ წელსაც სახელმწიფო არასტანდარტულ მანდარინში 10 თეთრის სუბსიდიით მონაწილეობს, 10 თეთრს კი მიმღები საწარმოები გადაიხდიან.

წელს არასტანდარტულ მანდარინს ფერმერებისგან 30-მდე მიმღები პუნქტები ჩაიბარებენ, რომელთა ჯამური სიმძლავრე 30 000 ტონაზე მეტს შეადგენს.

რაც შეეხება კითხვაზე პასუხს, რა გავლენა აქვს ფაროსანას ციტრუსის მოსავალზე, სამინისტროში აცხადებენ, რომ შეწამვლის პროცესი დღესაც მიმდინარეობს, თუმცა  ზიანის დათვლა მას შემდეგ დაიწყება, რაც ყვითელი რთველი აქტიურ ფაზაში გადავა.

შეგახსენებთ, წლევანდელ საპროგნოზო მაჩვენებლების მსგავსად გასულ წელს აჭარაში ფერმერებმა 55-60 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალი მიიღეს.

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები