ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით წელს მთავრობა ანაკლიაში გასამართ მუსიკალურ ფესტივალს ნაღდი ფულით არ დააფინანსებს და სახელმწიფოს მხარდაჭერა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერაში გამოიხატება.
„ანაკლიის ფესტივალზე ჩვენ პრაქტიკულად მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ნაღდი ფულის შეტანით ამ ფესტივალს ვერ დავაფინანსებთ, მაგრამ თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ ეს ფესტივალი ჩაატაროს ჩვენ, როგორც მთავრობა ინფრასტრუქტურულად და ჯანდაცვის მომსახურების დაცვით უზრუნველყოფთ ამ ფესტივალს, არ მიგვაჩნია რომ წელს ნაღდი ფულით უნდა დავაფინანსოთ ეს ფესტივალი,“ - განმარტა ქობულიამ.

























