მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ჩვენ დაახლოებით 400 სამუშაო ვიზა გავეცით - გერმანიის ელჩი

5e0a328292959
თამთა ჯიჯავაძე
30.12.19 23:00
6352
წელს ჩვენ დაახლოებით 400 სამუშაო ვიზა გავეცით, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა bm.ge-სთან ინტერვიუში გერმანიაში მუშაობის დაწყების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობაზე სუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, სამუშაო ვიზის მიღების მსურველი უფრო მეტია, ვიდრე მიმღები.

„ისინი მოდიან მიღების საათებში საკონსულოში და ჩვენ მათ ვუწევთ კონსულტაციას, რის შემდეგაც მათ უკვე იციან, აქვთ თუ არა სამუშაო ვიზის მიღების შანსი განაცხადის შემოტანის შემთხვევაში“, - განაცხადა ელჩმა.

დიპლომატმა ასევე ახალ გერმანულ კანონზეც ისაუბრა, რომელიც მარტიდან ამოქმედდება და რომელიც გერმანიაში კარგი უცხოელი სპეციალისტების დასაქმებას ითვალისწინებს.

„ეს კანონი, რომელიც მარტში შევა ძალაში, ეხება განათლება მიღებულ კარგ სპეციალისტებს. საქართველოში არიან ასეთი სპეციალისტები, მაგრამ ცოტა და ამ კანონის ეფექტი საქართველოზე ვფიქრობ შეზღუდული იქნება. ჩვენ აქ არ უნდა ველოდოთ ძირეულ ცვლილებებს გერმანიასთან მიმართებაში. ვისაც გერმანიაში სურს მუშაობა, პირველ რიგში უნდა მოიძიოს დამსაქმებელი, რომელსაც ენდომება მისი დასაქმება. შემდეგ მან გერმანიის შრომის ფედერალური უწყება უნდა დაარწმუნოს, რომ მისი პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისია და იგი მოცემულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ დამსაქმებელი იყოს თანახმა, არამედ ამას გადაამოწმებს გერმანიის შრომის ფედერალური უწყება, სადაც ამისათვის სპეციალური განყოფილება შეიქმნება. პროფესიულ კვალიფიკაციასთან ერთად საჭიროა ასევე ენის ცოდნა. ამ კანონის თანახმად გერმანიაში რომ შეძლოთ მუშაობა, აუცილებელია იცოდეთ გერმანული ენა“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

ჰუბერტ ქნირშის თქმით, ეს კანონი არ არის კონკრეტულ ქვეყნებზე გათვლილი:

„იგი ვრცელდება ზოგადად მთელ მსოფლიოზე და ყველა ქვეყნის მოქალაქემ უნდა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომლებზეც უკვე ვისაუბრე. შესაძლებელია, რომ ინდოეთში ვნახოთ კომპიუტერის სპეციალისტთა დიდი რაოდენობა, მაგრამ არ ვიცი ყველა მათგანი ისაუბრებს თუ არა გერმანულად. ჩვენ თანდათანობით დავინახავთ, თუ რომელი ქვეყნიდან ჩამოვა ყველაზე მეტი სპეციალისტი გერმანიაში“, - აღნიშნა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები