რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მიმდინარე წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს, მისი თქმით, წელს დაიწყება ძირითადი ავტომაგისტრალების მშენებლობა.
"აქტიურ ფაზაში ვართ გადასული ოთხპუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის ნაწილში. წელს დავიწყებთ ძირითადი ავტომაგისტრალების მშენებლობას და ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების კეთებას, როგორც ტურისტული, ასევე წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით. დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარის კონტრაქტები დაიდება წელს. დასრულების პირას ვართ დეტალური პროექტირებების წელიწადნახევარი მოუნდით ამ პროექტების კეთებას. როგორც კი დოკუმენტები მოგვივა, გამოვაცხადებთ სამშნებელო ტენდერებს. დროში ვართ ძალიან შეზღუდულები, 2021 წლამდე უნდა დასრულდეს ყველა პროექტის განხორციელება",- აცხადებს ზურაბ ალავიძე.

























