მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წელს ელექტროენერგიის მოხმარების 5-6%-იანი ზრდა შენარჩუნდება"

5a644a8870062
დავით ჯალაღონია
21.01.18 14:14
936
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის ვარაუდით, წელს ელექტროენერგიის მოხმარების 5-6%-იანი ზრდა შენარჩუნდება.

"შარშან დაახლოებით 8%-ით გაიზარდა მოხმარება. ჩვენ 2018 წელს 2 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტს ვვარაუდობთ, აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ წელს მოხმარების 5-6%-იანი ზრდა შენარჩუნდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, ელექტროენერგიის იმპორტი კვლავ თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან იმის მიხედვით განხორციელდება, სადაც ფასი უფრო მისაღები იქნება.

"ეს არის პირველი ნაბიჯი ბაზრის ღიაობისკენ და ჩვენ ველოდებით, რომ უნდა იყოს კონკურენტული ფასები. დაახლოებით 15-მდე კომპანიას ექნება პირველ ეტაპზე საშუალება, რომ თავად შეიძინონ ელექტროენერგია, ან იმპორტირება მოახდინონ ელექტეროენერგიის და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აუცილებლად გამოიწვევს ფასების დაწევას. აქ არის საუბარი პირველ ეტაპზე იმ კომერციული სექტორისთვის, რომელსაც მომხარება თვიურად 5 მილიონზე მეტი აქვს",- აცხადებს მიქაუტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები