მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ეროვნული გამოცდებისთვის რეკორდული რაოდენობის აბიტურიენტი დარეგისტრირდა - NAEC.GE

646f322197541
BM.GE
25.05.23 14:13
1245
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პარლამენტის განათლების კომიტეტში 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ სტატისტიკური მაჩვენებლები წარადგინა:

1. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია რეკორდული რაოდენობის - 45 000 აბიტურიენტი;
2. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრირებულია - 3000-ზე მეტი სტუდენტი;
3. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრირებულია - 10 000-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი;
4. მასწავლებლის საგნის გამოცდისთვის - 16 000-ზე მეტი აპლიკანტი;
5. სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის - 2500-მდე გამოსაცდელი.

როგორც გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, წელს სიახლეა ის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება ამბროლაურში.

მისივე განცხადებით, საგამოცდო ცენტრები, რომელთა რაოდენობა 24 ერთეულს შეადგენს, წინა საგამოცდო სამუშაოებს სწავლის დასრულების შემდეგ, 15 ივნისიდან აქტიურად განახორციელებს და ეს შეეხება როგორც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ასევე შესაბამისი საგამოცდო ტესტების ბეჭდვას, მათ განაწილებას და სხვადასხვა ლოგისტიკურ ღონისძიებებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები