მიმდინარე წლის გაზაფხულზე სასტუმრო Holiday Inn Express Tbilisi Avlabari გაიხსნება. სასტუმროში 123 სტანდარტული კატეგორიის ნომერი, ასევე მრავალფუნქციური საკონფერენციო სივრცეები განთავსდება.
როგორც bm.ge-ს Hotel Collection International-ის რეგიონალურმა დირექტორმა ქეთი მიქაშავიძემ განუცხადა, პროექტი ყაზახური კერძო ინვესტიციით განხორციელდა და ჯამური მოცულობა $12.5 მლნ-ია. მისივე თქმით, სასტუმრო ე.წ. bed & breakfast კონცეფციაზეა აგებული და საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზეა ორიენტირებული.
"Holiday Inn Express Tbilisi Avlabari მიმდინარე წლის გაზაფხულში გაიხსნება. სასტუმრო ე.წ. bed & breakfast კონცეფციაზეა აგებული და მიზანმიმართულად ორიენტირებულია საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზე. არსებული ნომრები მორგებული იქნება, როგორც დასვენების მიზნით ჩამოსულ ტურისტებზე, ასევე საქმიან სტუმრებზე. გარდა ამისა, სასტუმროს მრავალფუნქციური საკონფერენციო სივრცეები, როგორც მცირე ზომის საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე დიდი ღონისძიებებისთვის იქნება გათვლილი.
რაც მთავარია, სასტუმროში უსაფრთხოების ყველა სტანდარტია გათვალისწინებული, რათა სტუმრებისა და თანამშრომლებისთვის სრულიად უსაფრთხო სივრცე შევქმნათ. აღსანიშნავია, რომ ობიექტი 50-მდე ადამიანს დაასაქმებს” - აღნიშნავს ქეთი მიქაშავიძე.